
მზად არის თუ არა ამ ასაკის ბავშვი საიმისოდ, რომ კინოთეატრში, საბავშვო წარმოდგენაზე, კულტურულ ან სპორტულ ღონისძიებაზე დავასწროთ? ეს დამოკიდებულია თქვენი პატარას ინდივიდუალურ თვისებებსა და იმაზეც, რა ხასიათის ღონისძიება ტარდება. შეძლებს თუ არა იგი, მშვიდად იჯდეს გარკვეული დროის განმავლობაში, ასევე – რამდენ ხანს გრძელდება ღონისძიება და რამდენად ხმაურიანია იგი (ბევრს აშინებს ხმაურიანი წარმოდგენები). თუ თქვენი შვილი თვლის, რომ კონცერტის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ, დროა, სახლში დაბრუნდეთ, თქვენ შეძლებთ, რომ იგი როგორმე დააკავოთ, თუ ადგებით და წამოხვალთ? თუ ბავშვი ხმამაღლა აცხადებს, რომ სპექტაკლში მონაწილე მსახიობები მას ძალიან არ მოსწონს, შეძლებთ, რომ ეს იუმორით მიიღოთ და იმედი გექნებათ, რომ გარშემომყოფნიც იუმორითვე აღიქვამენ ბავშვურ პრეტენზიას? ძნელია, წინასწარ გამოიცნოთ, თქვენი შვილი როგორ მოიქცევა მოცემულ სიტუაციაში. თუმცა, შესაძლებელია, ეს უსიამოვნო მომენტების ალბათობა მინიმუმამდე შეამციროთ, თუნდაც იმით, რომ აირჩიოთ საინტერესო და მისი ასაკის შესაფერისი ღონისძიება (ორი წლის ბავშვები ხომ საოცარი ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან). ეცადეთ და ადვილად დარწმუნდებით ამაში. ასევე, უნდა შეამოწმოთ, ღონისძიების დაწყებამდე, ბავშვი მშიერი ან დაღლილი ხომ არ არის. მზად იყავით ყველაფრისთვის: შესაძლოა, მან მოინდომოს სახლში წასვლა ცირკის პირველი განყოფილების დამთავრებისთანავე ან, სულაც, მთელი წარმოდგენა დამთავრდეს და მას მაინც არ სურდეს სახლში დაბრუნება.
იხ. სტატია სრულად: https://www.medgeo.net/2010/07/28/baby-25/
Комментариев нет:
Отправить комментарий