вторник, 28 февраля 2017 г.

ახალშობილის ჭიპის მოვლა

მუცლადყოფნის პერიოდში თქვენ პატარას საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი მიეწოდება ჭიპლარის მეშვეობით, თუმცა დაბადების შემდეგ ჭიპლარი კარგავს ფუნქციას, შესაბამისად წესების დაცვით ხდება ჭიპლარის გადაჭრა და მასზე სპეციალური მომჭერის დამაგრება. ჭიპლარის ტაკვი არ შეიცავს მგრძნობიარე ნერვულ ბოჭკოებს, რის გამოც თქვენი პატარა არ განიცდის არანაირ დისკომფორტს. ჩვეულებრივ თანდათან ჭიპლარის ტაკვი ფერს იცვლის, შრება და ყოველგვარი ჩარევის გარეშე ძვრება, დაუშვებელია მისი ძალდატანებით მოცილება.
ჭიპის საბოლოო მოშუშებას 2-3 კვირა სჭირდება. თუმცა იმისათვის, რომ შეხორცების პროცესი არ გახანგრძლივდეს და არ მოხდეს ჭიპის დაინფიცირება, ომფალიტის განვითარება, აუცილებელია ჭიპის მიდამოს სწორი მოვლა. დღეისათვის ამ მხრივ მიდგომები მნიშვნელოვნად შეცვლილია.



Комментариев нет:

Отправить комментарий