
დამატენიანებელი საბავშვო კრემები
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის კანის დატენიანება. დამატენიანებელი კრემების შემადგენლობაში შედის სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტები, სხვადასხვა ბუნებრივი ზეთები (ზეთისხილის, ნუშის, ჟოჟობას ზეთები), რომლებიც აძლიერებს ჰიდროლიპიდურ საფარს, აღადგენს კანის ბარიერულ ფუნქციას, ამცირებს ქავილს, სიწითლესა და გაღიზიანებას, კანის სიმშრალით განპირობებულ ტკივილს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატოპიური დერმატიტის კომპლექსური
მკურნალობისას. დამატენიანებელი კრემების წასმა უნდა მოხდეს სუფთა და კარგად გამშრალებულ კანზე.
იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2014/01/28/საბავშვო-კრემები/
Комментариев нет:
Отправить комментарий