вторник, 14 марта 2017 г.

ბავშვი 1 წლისა და 7 თვის ასაკში

19 თვის ბავშვს დღე–ღამეში საშუალოდ 13 საათი უნდა ეძინოს. მათ უმრავლესობას სურვილი აქვს, იძინოს დილით და სადილობის დროსაც. გარკვეულ ნაწილს პრობლემა ექმნება დღის განმავლობაში დაძინებასთან დაკავშირებით. ამ კატეგორიის ბავშვები ჭირვეულობენ და არ სურთ შუადღეს დაძინება. საერთოდ, ამ ასაკის ბავშვები სრულებით კმაყოფილდებიან სადილობის შემდეგ ძილით იმ შემთხვევაში, თუ შეუძლიათ 2 საათის მანძილზე იძინონ. თუ თქვენი პატარა ეწინააღმდეგება დღის განმავლობაში ძილს, არ დააძალოთ, შეუქმენით მას მშვიდი გარემო და, ადრე თუ გვიან, მას ბუნებრივად მოუნდება დაძინება.

ოდნავ ჩააბნელეთ მისი ოთახი, წაუკითხეთ რაიმე წიგნი, მოასმენინეთ მშვიდი მუსიკა და ზოგადად, შეუქმენით ძილისთვის შესაფერი გარემო. თუ, ამის მიუხედავად, მაინც არ დაეძინა, ხმაურიანი თამაშისგან მაინც დაისვენებს ისიც და რა თქმა უნდა – თქვენც.

ხშირი ჭირვეულობა `აუტანელი ორწლიანების~ დამახასიათებელი თვისებაა.ჯერ კიდევ 12 თვის ასაკიდან ბავშვები იწყებენ ყვირილს, ტირილს, კბენასაც კი, როდესაც ვერ იღებენ, რაც სურთ. თუმცა, კარგად ჯერ არ იციან, რა უფრო მოსწონთ. 19 თვის ბავშვი ამ მხრივ გაცილებით განვითარებულია (მაგალითად, მას იტაცებს პატარა სატვირთო მანქანით თამაში და ამავე დროს, სულაც არ მოსწონს, როდესაც მშობლები მოუწოდებენ, თამაში შეწყვიტოს და დასაძინებლად წავიდეს). ამას გარდა, იგი იწყებს ყურის წაყრუებას იმის გამო, რომ მას რაიმეზე უარი უთხრეს, ან გეგმები ჩაეშალა და სურვილი არ აუსრულდა.

იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/06/23/baby-20/


Комментариев нет:

Отправить комментарий