вторник, 14 марта 2017 г.

ბავშვი 1 წლისა და 6 თვის ასაკში

ამ პერიოდში, ბავშვი რამდენიმე თვეა, დადის და ფეხზე გაცილებით უკეთ დგას. უკვე ნაკლებად ეცემა, კარგად ბრუნდება გვერდით, უკეთ უკავია სათამაშოები და სიარულის დროს თამაშობს კიდეც; ადვილად ინარჩუნებს წონასწორობას. ამ ასაკის ბავშვებს ძალიან უყვართ აძრომა კიბეზე, სხვადასხვა ავეჯსა თუ ნივთზე, ყველაფერზე, რაზეც მიეცემათ ამის საშუალება. ბავშვს ამ სიამოვნებას ნუ მოაკლებთ. ამით იგი გადის ძალზე საჭირო პრაქტიკას და იძენს აუცილებელ ჩვევებს.

ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ და უსაფრთხო პირობებში უნდა ხდებოდეს. თანადათან, ბავშვი იძენს სხვა, შედარებით რთულ მოტორულ ჩვევებსაც, როგორიცაა: ხტუნვა და სირბილი. ამ პროცესში მას ემატება როგორც ფიზიკური ძალა, ისე თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობაც.

წლინახევრის ბავშვები გამოირჩევიან საოცარი ენერგულობითა და განუწყვეტელი მოძრაობის სურვილით, რაც ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია. ამით გამოიმუშავებენ არა მარტო აუცილებელ მოტორულ ჩვევებს, არამედ მოძრაობის კოორდინაციასაც იუმჯობესებენ. ამ ასაკში მას უკვე შეუძლია კოშკის აშენება 3–4 კუბიკით, ბურთის გადაგდება, თოკზე გამობმული სათამაშოს ტარება, სათამაშოს, ასევე სხვა ნივთის დადება და აღება, წიგნის გვერდების გადაფურცვლა, კარის სახელურის მოქაჩვა და კარის გაღება, სუფრის ნივთების გამოყენება (ოღონდ არა ისე მოხერხებულად, როგორც თქვენ გინდათ), სასმეველადან წყლის დამოუკიდებლად დალევა და ხატვაც კი. ამავე დროს, ბავშვი ბუნებრივად სწავლობს თამაშის ახალ პრინციპებს და ძველ სათამაშოებს ახლებურად იყენებს. თუ დაკვირვებიხართ, ჩვეულებრივი კუბიკი შესაძლოა ,,გადააქციოს" გემად ან თვითმფრინავად, თოკზე გამობმული სათამაშო – საბავშვო ეტლად, პლასტილინი – ფუნთუშად და ა.შ. ყურადღება მიაქციეთ, როგორ განახორციელებს თქვენი პატარა თავის წარმოსახვას და ამავე დროს, უკვე გამომუშავებული მოტორული ჩვევები როგორ უწყობს ხელს – თამაშს შემოქმედებითად მიუდგეს.

იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/06/16/baby-19/




Комментариев нет:

Отправить комментарий