вторник, 14 марта 2017 г.

ბავშვი 1 წლისა და 9 თვის ასაკში

ბავშვები ამ ასაკშიც აქტიურად ინტერესდებიან იმით, თუ როგორ გამოიყურება ესა თუ ის საგანი, რა სუნი, გემო ან ხმა აქვს საგნებს; ყოველივე ამის გაგებას კი ხელის შეხებითა და მისი პირში ჩადებით ცდილობენ. მართალია, ადრინდელივით, საჭმელად უვარგის ნივთებს კვლავ პირში ჩადებით ეცნობიან, მაგრამ ამჯერად უკვე სხვა შეგრძნებით უნარსაც იყენებენ სამყაროს შესაცნობად. ის კარგად გრძნობს, მაგალითად, ძაღლის რბილ ბეწვს, სიამოვნებით ყნოსავს ნამცხვრის სუნს, რომელსაც სამზარეულოში აცხობთ, სცნობს თავის გამოსახულებას სარკეში, ასევე სიამოვნებით უსმენს ჩიტების ჭიკჭიკს, აგემოვნებენ ახალი საჭმელების გემოს.

თქვენი პატარა შესაძლოა ძალზე აღაგზნოს შთაბეჭდილებების მოჭარბებამ (მაგალითად – დაბადების დღეზე, ან ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ).იმის გამო, რომ ყველაფრის გაანალიზება და გადმოცემა არ ძალუძთ, შესაძლოა, მოუსვენრად იყვნენ, ტირილი ან ჭირვეულობა დაიწყონ. ზოგადად, ბავშვებისთვის სამყარო გრძნობებისა და შთაბეჭდილებების დღესასწაულია, სადაც `საზეიმო საჭმელები~ პატარა, ბავშვების შესაფერისი პორციებით უნდა მიიტანოთ.
იხ. სტატია სრულად: https://www.medgeo.net/2010/07/07/baby-22/


Комментариев нет:

Отправить комментарий