ბავშვი 6 თვის ასაკში

თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა და მზარდი დამოუკიდებლობა თქვენს პატარას სულ უფრო აქტიურს ხდის. იგი მუდმივად აკვირდება და სწავლობს გარემომცველ გარემოს, მოსწონს როცა მასთან ურთიერთობენ, ელაპარაკებიან, ეთამაშებიან. შესაძლებელია მან უკვე დაიწყოს მუცელზე ხოხვა, თუმცა ყველა ბავშვი არ გადის ამ სტადიას. პატარა ცდილობს წამოდგეს, მისწვდეს რაიმე საგანს და ხელში აიღოს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს უსაფრთხო ადგილი თამაშისათვის და ახალი ჩვევების გამომუშავებისათვის. >>>>