ბავშვი 7 თვის ასაკში

თქვენი პატარა უკვე 7 თვისაა! ამ პერიოდში ბავშვის ზრდა-განვითარება განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით ხდება. თვის ბოლოს ბავშვი  დამოუკიდებლად ჯდება და უკეთ ინარჩუნებს წონასწორობას; პატარას უკვე შეუძლია ჯდომა შეუთავსოს სხვა მოქმედებას, მაგალითად თამაშს.
ზოგიერთი ბავშვი იწყებს მუცელზე ცოცვას. ზოგიერთ ბავშვს გადაადგილების საკუთარი მეთოდები გამოუმუშავდება, ზოგი საერთოდ არ ცოცავს და პირდაპირ სიარულს იწყებს.
გადაადგილების სწავლასთან ერთად, ბავშვს კიდევ უფრო უძლიერდება ცნობისმოყვარეობა. მას აინტერესებს რა ხდება ოთახის იქით, თუმცა ეშინია თქვენი დატოვება. ერთ მშვენიერ დღეს იგი დაძლევს ამ შიშს და გაცოცდება მეორე ოთახში, თუმცა მალეე მობრუნდება, რომ დარწმუნდეს ადგილზე ხართ თუ არა. >>>>
 Read the rest of this entry »