ბავშვი 5 თვის ასაკში

თქვენი 4 თვის ბავშვი უკვე იოლად ტრიალდება ზურგიდან მუცელზე და პირიქით, შეუძლია წამოჯდომა, თუკი დაეხმარებით. თვის ბოლოს ბავშვი თავის დაბადების წონას აორმაგებს. იგი ყურადღებით ათვალიერებს საკუთარ თითებს და ეტანება ყველაფერს, რაც კი მის თვალთახედვის არეში ხვდება. ბავშვს შეუძლია ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანოს, ან ორივე ხელით დაიჭიროს რაიმე საგანი; ყველაფერი პირისკენ მიაქვს და ღეჭავს.
ამ ასაკის ბავშვი სულ უფრო მეტად აკავშირებს ხმოვან და თანხმოვან ბგერებს. ბავშვის მეტყველების განვითარება მთლიანად დამოკიდებულია მის სმენაზე და ამიტომ სმენის დაკარგვის ადრეულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. >>>>
 Read the rest of this entry »