ფიზიკური განვითარება. როგორც გახსოვთ, თქვენი პატარას წონა 12 თვის ასაკში გასამმაგდა; ამიერიდან კი უნდა შეეგუოთ იმას, რომ ზრდის ტემპი, ფიზიკური გაგებით, მნიშვნელოვნად შენელდება. სიცოცხლის მეორე წელს ბავშვის წონაში 3-5 კგ-ს, სიმაღლეში კი 1,5-2 სმ-მდე მატულობს.
ბავშვის სოციალური განვითარება. ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ თამაში და სწორედ თამაშის დროს იძენენ გამოცდილებას და ეუფლებიან ახალ ჩვევებს. თუმცა ამ ასაკში ბავშვებმა ჯერ კიდევ არ იციან ერთად თამაში. მათი ურთიერთობა წააგავს პარალელურ თამაშს, ანუ ისინი თამაშობენ გვერდი-გვერდ და არ ურთიერთობენ ერთმანეთთან. არც იმის თქმა შეიძლება, თითქოს ამ ასაკის ბავშვს არ აინტერსებდეს თავისი თანატოლი, უბრალოდ მათ ჯერ კიდევ არ იციან ერთობლივი თამაში. >>>> Read the rest of this entry »