пятница, 18 января 2013 г.

ერთი წლისა და ოთხი თვის ბავშვი




ამ ასაკში ბავშვებს ხშირად ეცვლებათ გემოვნება – პატარამ შესაძლოა ცხვირი აიბზუოს იმ საჭმელის მიმართ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მისთვის საყვარელ საჭმელად ითვლებიდა. არის პერიოდები, როცა ბავშვი მხოლოდ მაკარონს, ან მხოლოდ ფაფებს ჭამს. მშობლები ხშირად ნერვიულობენ იმის გამო, რომ მათი პატარა არ ღებულობს საჭირო რაოდენობით ვიტამინებს; თუმცა გამოკვლევები აჩვენებენ, რომ ჯანმრთელი ბავშვი არასოდეს არ შეჭამს ზომაზე მეტს და არასოდეს არ იშიმშილებს. სინამდვილეში, ბავშვების უმრავლესობა საკვებს იმ რაოდენობით ღებულობენ, რაც აუცილებელია მათი ზრდა-განვითარებისათვის. მშობლებმა კი მხოლოდ იმაზე უნდა იზრუნონ, რომ ბავშვს მიაწოდონ მრავალფეროვანი საკვები ყოველი კვების დროს და მისცენ იმის საშუალება, რომ ბავშვმა თვითონ გადაწყვიტოს რა შეჭამოს. >>>> 



Комментариев нет:

Отправить комментарий