вторник, 28 июня 2016 г.

როგორ შევარჩიოთ ბავშვის საფენი

ბავშვის საფენები შესაძლებელია იყოს ერთჯერადი და მრავალჯერადი, თუმცა დღეისათვის გამოიყენება ერთჯერადი საფენები, რომელთაც აქვთ მაღალი შეწოვის უნარი და ბევრად მოსახერხებელია დედებისათვის. საფენის შერჩევისას რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ:

საფენის სტრუქტურა. საფენის შერჩევისას პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს მასალას, რომლისგანაც  არის დამზადებული.


.
.

როგორ შევარჩიოთ ბავშვის ფეხსაცმელი

ფეხსაცმლის შერჩევა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სიცოცხლის პირველი 6 თვის შემდეგ, თუმცა რა თქმა უნდა ამ ეტაპისათვის ბავშვი ჯერ კიდევ არ დადის, ამიტომაც საბავშვო ფეხსაცმელიც განსხვავებულია იმ პატარების ფეხსაცმლისაგან, რომლეთაც უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯები.თუმცა არსებობს ძირითადი მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც უნდა შეირჩეს ბავშვის ფეხსაცმელი.

ბავშვის ფეხსაცმლის ზომა - პირველ რიგში აუცილებელია ფეხსაცმლის ზომის შერჩევა, ფეხსაცმელი ზუსტად უნდა იყოს მორგებული პატარას ფეხზე, არც დიდი და არც პატარა. მჭიდრო ფეხსაცმელი ტერფის დეფორმაციას იწვევს, ფართო კი არასწორი სიარულის მანერას აყალიბებს
ზომის აღება - ბავშვი დავაყენოთ მყარ ზედაპირზე ისე, რომ მთლიანი ტერფით ეყრდნობოდეს მას, ფანქრით შემოვსაზღვროთ კიდეები, გავზომოთ მანძილი ქუსლის კიდიდან დიდი თითის წვერამდე და მივამატოთ ამ ციფრს ერთი სანტიმეტრი. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ფეხსაცმლის სიგრძის გაზომვა და შესაბამისობის განსაზღვრა ბავშვის ტერფთან საჭიროა ყოველ ორთვეში ერთხელ, 3-6 წლამდე კი სამ თვეში ერთხელ.



.
.

ბავშვის სათამაშოები

როდესაც ბავშვი ფხიზლობს და არაა დაკავებული კვებით, ან სეირნობით, მას უნდა მივცეთ სათამაშოები. ასაკის მიხედვით სათამაშოები შეიძლება დავუკიდოთ საწოლზე, მივცეთ ხელში სათამაშოდ, დავუდოთ სავარძლის წინ მაგიდაზე.
თუ ბავშვი იატაკზე თამაშობს, სათამაშოებს უწყობენ სუფთა ადიელაზე, რომელზეც ზის ბავშვი. სათამაშო ბავშვის სწორ განვითარებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. ჩვილ ბავშვს ისეთი სათამაშოები უნდა შევურჩიოთ, რომელიც ადვიალდ ირეცხება, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და თავისი ფორმით უსაფრთხოა ბავშვისთვის. ბავშვის სათამაშოები უნდა იყოს ფერადი, კაშკაშა ფერების, რათა ადვილად იპყრობდეს ბავშვის ყურადღებას, ბავშვმა რომ პირში არ ჩაიდოს და არ გადაყლაპოს, ბავშვის სათამაშოები საკმაოდ დიდი ზომის უნდა იყოს.



.
.

понедельник, 27 июня 2016 г.

ბავშვის ლოგინი

დაბადების დღიდანვე ბავშვს საკუთარი საწოლი უნდა ქონდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეძინოს უფროს ბავშვებთან. პირველი ორი თვე ბავშვს შეიძლება დაწნულ საწოლ-კალათაშიც ეძინოს, რომელიც უფრო უსაფრთხოა ვიდრე დიდი საწოლი. დაწნული საწოლ-კალათა  იოლად სატარებელია და თქვენ თვითონვე შეძლებთ ოთახიდან ოთახში გადატანას. შემდეგ კი მისთვის უნდა შეიძინოთ ბავშვის საწოლი მაღალი მოაჯირით.


.
.

воскресенье, 26 июня 2016 г.

ბავშვის ჩაცმა

ძველად ბავშვებს სახვევებში ახვევდნენ -კოჭავდნენ. გაკოჭვა — უძველესი ხელოვნებაა, რომელიც ბავშვის უსაფრთხოდ ყოფნაზეა მიმართული. მართალია ამჟამად, დასავლეთის ქვეყნებში გაკოჭვა პოპულარული არაა, მაგრამ აღმოსავლეთის ქვეყნებსა და სხვადასხვა ტომებში დღემდე მიღებულია ბავშვის გაკოჭვა.
ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა საჭიროა თუ არა ბავშვის სახვევებში გახვევა, მავნეა თუა სასარგებლოა ბავშვისთვის გაკოჭვა. მშობლების უმეტესობა უარს ამბობს გაკოჭვაზე და თავისუფლად ზრდის ბავშვს (დაბადებიდანვე აცმევენ ტანსაცმელს, ან თუ ძალიან ცხელა ტანსაცმლის გარეშეც ყავთ). ზოგიერთი მშობელი კი ბავშვის სახვევებში თავისუფლად გახვევას არჩევს. ამასთან მსჯელობა გაკოჭვის შესახებ კვლავ გრძელდება.



.
.

ბავშვის დაბანა

ყოველდღე პირველი ან მეორე კვების წინ ბავშვს  საჭიროა ჩაუტაროთ დილის ტუალეტი: ხელ-პირის დაბანა, ყურების, თვალების, ცხვირის გაწმენდა, კანის ნაკეცების მოვლა, ჭიპლარის დამუშავება. თუმცა ყოველდღიური პროცედურების გრაფიკი შეგიძლიათ შეცვალოთ, ისე როგორც თქვენთვის და ბავშვისთვის იქნება მოხერხებული, მთავარია დაიცვათ ძირითადი წესები. როგორც წესი ბავშვს დილის პროცედურები უტარდება გამოსაცვლელ მაგიდაზე. ყველა საჭირო ნივთები უნდა გვქონდეს წინასწარ მომზადებული (სიტუაციის მიხედვით, აუცილებელი არაა ყველა ერთდროულად):



იხ.: http://www.medgeo.net/2013/12/02/bavsvi-7/
.
.

როგორ შევარჩიოთ საბავშვო კოსმეტიკა

დღეისათვის საბავშვო კოსმეტიკური საშუალებების ფართო არჩევანია, პროდუქციის სწორად შერჩევა კი სპეციალისტის დახმარების გარეშე საკმაოდ რთულია. იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ საბავშვო კოსმეტიკა, მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ და თავიდან აიცილოთ არასასიამოვნო მოვლენები, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:
შეარჩიეთ საბავშვო კოსმეტიკა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის. როგორც წესი ახალშობილებისათვის განკუთვნოლ კოსმეტიკას ნეიტრალური სუნი აქვს, მსუბუქი არაცხიმოვანი კონსისტენციისა და არ შეიცავს საღებავებს, ამიტომაც უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის პატარასათვის.
 ბავშვები, რომელთაც კანის პრობლემები აქვთ, აღენიშნებათ ატოპიური დერმატიტი - შეარჩიეთ სპეციალური საბავშვო კოსმეტიკა.
 ყურადღება მიაქციეთ საბავშვო კოსმეტიკის შემადგენლობას - საბავშვო კოსმეტიკა არ უდა შეიცავდეს კონსერვანტებს, საღებავებს


.
.

როგორ მოვუაროთ ბავშვის კანს

კანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ორგანოა, რომელიც ასრულებს დამცავ, გამომყოფ, რეცეპტორულ, იმუნურ, თერმორეგულაციურ ფუნქციებს, უზრუნველყოფს კანის სუნთქვას. გამომდინარე აქედან  ძალზედ მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან ბავშვის კანის მოვლა. ბავშვის კანის საბოლოო ჩამოყალიბება ხდება 12 წლის ასაკისათვის, მანამდე კი განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ თვეებში კანი იოლად ზიანდება და ღიზიანდება, რასაც განაპირობებს ბავშვის კანის შემდეგი თავისებურებები:


იხ. http://www.medgeo.net/2013/12/11/როგორ-მოვუაროთ-ბავშვის-კ/
..
..

четверг, 2 июня 2016 г.

ბავშვის ბანაობა

თერმომეტრი – მონიტორი

თერმომეტრი – ტემპერატურის საზომი ხელსაწყო. თერმომეტრი-მონიტორი – ამ სახელით მოიხსენიებენ თერმომეტრებს, რომლებიც უწყვეტად ზომავს ტემპერატურას და იმახსოვრებს მონაცემებს.


http://www.medgeo.net/2009/12/21/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98/
..
..

თერმომეტრი

მრავალი ტიპის თერმომეტრი არსებობს. ამ სტატიიდან გაეცნობით როგორ შეარჩიოთ თქვენი პატარასათვის ყველაზე მოსახერხებელი თერმომეტრი. ამავე  გვერდიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ  საბავშვო თერმომეტრები მსოფლიოს წამყვანი ინტერნეტ-მაღაზიებიდან >>>
სხეულის ტემპერატურა  – ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია და სწორედ ამიტომ, კარგი  თერმომეტრი ერთ-ერთი პირველადი მოთხოვნილების საგანია ყველა ოჯახში, განსაკუთრებით კი, თუ სახლში პატარა ბავშვია. მოხერხებული კონსტრუქციისა და ლამაზი დიზაინის თერმომეტრი აადვილებს ბავშვისათვის სიცხის გაზომვას. ბუნებრივია, თერმომეტრების ბევრად ფართო არჩევანია ინტერნეტ-მაღაზიებში. ისინი მძიმე არაა და გამოწერა იოლია. ამიტომ ჩვენ, ქვევით გთავაზობთ  მსოფლიოს წამყვანი ინტერნეტ-მაღაზიების ფილტრირებულ ლინკებს.



..
..