вторник, 28 июня 2016 г.

ბავშვის სათამაშოები

როდესაც ბავშვი ფხიზლობს და არაა დაკავებული კვებით, ან სეირნობით, მას უნდა მივცეთ სათამაშოები. ასაკის მიხედვით სათამაშოები შეიძლება დავუკიდოთ საწოლზე, მივცეთ ხელში სათამაშოდ, დავუდოთ სავარძლის წინ მაგიდაზე.
თუ ბავშვი იატაკზე თამაშობს, სათამაშოებს უწყობენ სუფთა ადიელაზე, რომელზეც ზის ბავშვი. სათამაშო ბავშვის სწორ განვითარებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. ჩვილ ბავშვს ისეთი სათამაშოები უნდა შევურჩიოთ, რომელიც ადვიალდ ირეცხება, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და თავისი ფორმით უსაფრთხოა ბავშვისთვის. ბავშვის სათამაშოები უნდა იყოს ფერადი, კაშკაშა ფერების, რათა ადვილად იპყრობდეს ბავშვის ყურადღებას, ბავშვმა რომ პირში არ ჩაიდოს და არ გადაყლაპოს, ბავშვის სათამაშოები საკმაოდ დიდი ზომის უნდა იყოს.



.
.

Комментариев нет:

Отправить комментарий