вторник, 28 июня 2016 г.

როგორ შევარჩიოთ ბავშვის ფეხსაცმელი

ფეხსაცმლის შერჩევა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სიცოცხლის პირველი 6 თვის შემდეგ, თუმცა რა თქმა უნდა ამ ეტაპისათვის ბავშვი ჯერ კიდევ არ დადის, ამიტომაც საბავშვო ფეხსაცმელიც განსხვავებულია იმ პატარების ფეხსაცმლისაგან, რომლეთაც უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯები.თუმცა არსებობს ძირითადი მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც უნდა შეირჩეს ბავშვის ფეხსაცმელი.

ბავშვის ფეხსაცმლის ზომა - პირველ რიგში აუცილებელია ფეხსაცმლის ზომის შერჩევა, ფეხსაცმელი ზუსტად უნდა იყოს მორგებული პატარას ფეხზე, არც დიდი და არც პატარა. მჭიდრო ფეხსაცმელი ტერფის დეფორმაციას იწვევს, ფართო კი არასწორი სიარულის მანერას აყალიბებს
ზომის აღება - ბავშვი დავაყენოთ მყარ ზედაპირზე ისე, რომ მთლიანი ტერფით ეყრდნობოდეს მას, ფანქრით შემოვსაზღვროთ კიდეები, გავზომოთ მანძილი ქუსლის კიდიდან დიდი თითის წვერამდე და მივამატოთ ამ ციფრს ერთი სანტიმეტრი. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ფეხსაცმლის სიგრძის გაზომვა და შესაბამისობის განსაზღვრა ბავშვის ტერფთან საჭიროა ყოველ ორთვეში ერთხელ, 3-6 წლამდე კი სამ თვეში ერთხელ.



.
.

Комментариев нет:

Отправить комментарий