среда, 26 февраля 2014 г.

კითხვა - პასუხი: (ჭიპლარის მოვლა)


            ნათია ცირდავა



                                       ახალშობილის ჭიპლარის დამუშავება
                         
კითხვა:  მყავს 27 დღის ახალშობილი. პამპერსის გამოცვლისას ვამჩნევ ჭიპლარზე მცირე შემხმარ სისხლს. შეიძლება თუ არა ყოველ დღე დაბანა და მისი დამუშავება წყალბადის ზეჟანგითა და ბრილიანტის მწვანით? როგორ მოვიქცე რომ შარდისგან არ დასველდეს ჭიპლარი? და რამდენი ხანი ჭირდება საბოლოო მოშუშებას

პასუხი:   არსებობს მოსაზრება რომ ჭიპლარის ბოლომდე მოშუშებამდე ბავშვი დაბანას მოარიდოთ.  თუმცა ეს წესი უახლეს გაიდლაინებზე დაყრდნობით შეიცვალა. დაბანა და
სისუფთავის დაცვა აუცილებელია პირობაა ჭიპლარის მოშუშებისთვის, რა თქმა უნდა ეს პროცედურა ჰიგიენური ნორმების დაცვით უნდა მოხდეს ( პატარას უნდა ჰქონდეს თავის პატარა აბაზანა, აბანაოთ სუფთა თბილი წყლით და საბავშვო საპნით, ბანაობის შემდეგ ჭიპლარის მიდამო უნდა გაამშრალოთ რბილი პირსახოცით და გააშროთ ჰაერზე).
   ანტისეპტიკის ( წყალბადის ზეჟანგის)  გამოყენება შეიძლება დასაწყის ეტაპზე, რადგან ამბობთ რომ აქვს სისხლის წვეთები. მაგრამ არა ხანგრძლივად, რადგან ანტისეპტიკი შეხორცების პროცესს ანელებს

 გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები
·         ჭიპლარის ადგილს აუცილებლად დაბანილი ხელიტ შეეხეთ;
·         არ ჩამოაძროთ ჭიპლარი, (ან ფუფხი) ძალის დატანებით;
·         მაქსიმალურად დაიცავით ეს ადგილი შარდის და განავლის მოხვედრისგან. ეცადეთ, რომ პამპერსი უფრო ქვემოთ იყოს ჩაწეული და თუ ეს მაინც მოხდება გაუსუფთავეთ ეს არე.

    ჭიპლარის საბოლოო მოშუშება შეიძლება გახანგრძლივდეს 3-4 კვირამდე. მანამდე შეიძლება შენიშნოთ სისხლის წვეთი, ეს სავსებით ნორმალურია
  
    ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს და მათი არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს :
·         პატარას აქვს სიცხე, მოთენთილია, უარს ამბობს კვებაზე, არის უხასიათოთ;
·         მუცლის არე და ჭიპის მიდამო აქვს ჰიპერემიული (გაწითლებული) და შეშუპებული;
·         ჭიპლარიდან აღენიშნება არასასიამოვნო სუნის გამონადენი, სისველე.


Комментариев нет:

Отправить комментарий