суббота, 15 февраля 2014 г.

საფენისმიერი დერმატიტი



                                                                                                                                                                                                                 ნათია ცირდავა

  კითხვა: მყავს4 თვის შვილიშვილი,გოგონა.ვახმარდით პამპერსისპამპერსს.საფენის ქვეშ ვაფრქვევდი სება მედის პუდრას, ხანდახან ბეპანტენის მალამოს ვუსვამდით.სამ თვემდე პრობლემა არ გვქონია, სამი თვისას პამპერსის ქვეშ, წინა მხარეს,დაუწითლდა კანი, მაშინვე, სანამ ლაქა პატარა იყო,ვახმარეთ ჯერ ბეპანტოლის მალამო, მერე უზნაძე-მჭედლიშვილი, მერე სუდო-კრემი. არაფერმა უშველა, ამასობაში მოემატა სიწითლე.ამის მერე მე თვითონ დავამზადე მალამო: ზეთი+თაფლის სანთელი+სტრეპტოციდი. ამან უფრო უშველა, გაუღიავდა სიწითლე, თუმცა სულ არ მოხსნილა და დროდადრო ისევ უწითლდება. თქვენ რას მირჩევთ, რა ვახმარო, რომ ეს პრობლემა მოვხსნათ?


საფენისმიერი დერმატიტი


 პასუხი:  თუკი თქვენს პატარას საფენისმიერი  დერმატიტი აქვს მაშინ:


-   შეცვალეთ საფენი ( თუ ფიქრობთ  რომ პამერსის პამპერსი კანს უღიზინებს)

- დღის განმავლობაში საფენი ხშირად უცვალეთ.
-საფენის ყოველი გამოცვლისას თბილი წყლით ჩაბანეთ ან ფაქიზად გაწმინდეთ რბილი, სვე ნაჭრით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ნაკეცებს. თუ სველი ხელსახოცების 

 გამოყენებს ამჯობინებთ, ისეთი შეარჩიეთ, რომელიც არც სურნელოვან დანამატს შეიცავს და სპირტს.

-       დაბანის შემდეგ არ გაამშრალოთ უხეში ნაჭრით ან პირსახოცით, არ გახეხოთ. რეკომენდებულია  გამოიყენოთ რბილი ქსოვილი (მაგ. ბამბაზია)

-       საფენს მჭიდროდ ნუ შეუკრავთ. ჩახუთულ გარემოში კანი ადვილად ღიზიანდება და ბაქტერიებიც უკეთ მრავლდება.  სასურველია ხშირად მიაღებინოთ  ჰაერის აბაზანა. მაგ.  შეხსენით საფენი დღეში რამდენჯერმე, რამოდენიმე წუთით

-     ბავშვივს  სამოსი რეცხეთ მხოლოდ ჩვილებისთვის განკუთვნილი ფხვნილით

-       თუ ბავშვს ხშირად უჩნდება საფენისმიერი დერმატიტი, გამოიყენეთ  სპეციალური საცხი, რომელიც გამოიყენება  საფენის ქვეშ. წამროადგენს ზეთოვანი ნივთიერებას და  შეიცავს  თუთიის  ოქსიდს.    ის აუცილებლად მშრალ და სუფთა კანზე წაუსვით!

-    საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ ხელები გულდასმით დაიბანეთ

     ყურადღება მიაქციეთ თუკი ჰიპერემიამ (სიწითლემ)  მოიმატა, ან ბავშვს აღენიშნა ტემპერატურის მატება ( რა თქმა უნდა დერმატიტის გამო), მიმართეთ დერმატოლოგს ან თქვენს პედიატრს.

   ასევე სასურველია 6 თვის ასაკიდან პამპერს ნელ-ნელა გადააჩვიოთ, ვინაიდან განსაკუთრებით გოგონებში საშარდე სისტემის პათოლოგიის მიზეზი აღმავალი ინფექციაა.


Комментариев нет:

Отправить комментарий