ამ პერიოდში, ბავშვი რამდენიმე თვეა, დადის და ფეხზე გაცილებით უკეთ დგას. უკვე ნაკლებად ეცემა, კარგად ბრუნდება გვერდით, უკეთ უკავია სათამაშოები და სიარულის დროს თამაშობს კიდეც; ადვილად ინარჩუნებს წონასწორობას. ამ ასაკის ბავშვებს ძალიან უყვართ აძრომა კიბეზე, სხვადასხვა ავეჯსა თუ ნივთზე, ყველაფერზე, რაზეც მიეცემათ ამის საშუალება. ბავშვს ამ სიამოვნებას ნუ მოაკლებთ. ამით იგი გადის ძალზე საჭირო პრაქტიკას და იძენს აუცილებელ ჩვევებს. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ და უსაფრთხო პირობებში უნდა ხდებოდეს. თანადათან, ბავშვი იძენს სხვა, შედარებით რთულ მოტორულ ჩვევებსაც, როგორიცაა: ხტუნვა და სირბილი.