ბავშვი 1 წლისა და 10 თვის ასაკში

ჩვილი ბავშვი რაც უფრო ვითარდება ფიზიკურად, მით მეტად უჩნდება ბუნებრივი მოთხოვნილება – თავად გაიხადოს წინდები, ფეხსაცმელი, მაიკა, ტრუსები. მას ძალიან ახარებს საკუთარ თავში ახალი უნარის აღმოჩენა – გაიხადოს დამოუკიდებლად (დამოუკიდებლად ჩაცმას მოგვიანებით სწავლობს). თქვენ ალბათ ძალისხმევა გჭირდებათ–ხოლმე, რომ აცქმუტებულ, მოუსვენარ პატარას ჩააცვათ ტანსაცმელი და შემდეგ არ მისცეთ მისი გახდის საშუალება. ვთქვათ, მას აცმევთ წინდებს, ის კი მაშინვე იხდის. ან კიდევ, ზამთრის ცივ დღეს აცმევთ და ახურავთ თბილად, ის კი ქუდის გარეშე სიარულს ამჯობინებს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პატარასთვის მთელი ეს ჩაცმა–გახდის პროცესი მხოლოდ და მხოლოდ გასართობი თამაშია;

>>> Read the rest of this entry »