შეხედეთ, თქვენი ბუთხუზა როგორ თამაშობს: ხტის, დაცოცავს, მხიარულად და უზრუნველად დარბის. ძნელი წარმოსადგენია, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმასაც კი ძლივს ახერხებდა. ორი წლის ასაკში თქვენს შვილს უკვე შეუძლია რამდენიმე კუბიკისგან კოშკის აგება, რომელსაც სიცილ–კისკისით მაშინვე ანგრევს. ამას გარდა, დამოუკიდებლად ხმარობს კოვზსა და ჩანგალს, თავისით სვამს წყალს ფინჯნიდან, შეუპოვარ მცდელობებს არ აკლებს დამოუკიდებლად ჩაცმასა და გახდას. ეს მოძრავი, პატარა ადამიანი უკვე თვალშისაცემ წარმატებებს აღწევს ფიზიკურ განვითარებაში. ყოველი ახალი უნარი შეძენის შემდეგ, ის თავს უფრო დამოუკიდებლად და იმედიანად გრძნობს. >>>>