среда, 15 марта 2017 г.

ბავშვი 1 წლისა და 4 თვის ასაკში

ამ ასაკში ბავშვებს ხშირად ეცვლებათ გემოვნება – პატარამ შესაძლოა ცხვირი აიბზუოს იმ საჭმელის მიმართ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მისთვის საყვარელ საჭმელად ითვლებიდა. არის პერიოდები, როცა ბავშვი მხოლოდ მაკარონს, ან მხოლოდ ფაფებს ჭამს. მშობლები ხშირად ნერვიულობენ იმის გამო, რომ მათი პატარა არ ღებულობს საჭირო რაოდენობით ვიტამინებს; თუმცა გამოკვლევები აჩვენებენ, რომ ჯანმრთელი ბავშვი არასოდეს არ შეჭამს ზომაზე მეტს და არასოდეს არ იშიმშილებს. სინამდვილეში, ბავშვების უმრავლესობა საკვებს იმ რაოდენობით ღებულობენ, რაც აუცილებელია მათი ზრდა-განვითარებისათვის. მშობლებმა კი მხოლოდ იმაზე უნდა იზრუნონ, რომ ბავშვს მიაწოდონ მრავალფეროვანი საკვები ყოველი კვების დროს და მისცენ იმის საშუალება, რომ ბავშვმა თვითონ გადაწყვიტოს რა შეჭამოს.

1 წლისა და 4 თვის ბავშვის სოციალური განვითარება

ბავშვი სულ უფრო დამოუკიდებელი ხდება და ამის დემონსტრირებას ჭამის დროს ცდილობს. სწორედ ამიტომაც იგი ხშირად უარს ამბობს ხილის ან ბოსტნეულის, ასევე ახალი საჭმელის მიღებაზე. რასაკვირველია საჭიროა ადრეული ასაკიდანვე მივაჩვიოთ ბავშვი სწორად კვებას და ამავე დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავატანოთ ძალა.

კარგი იქნება, თუ პატარას კითხავთ: ,,საუზმეზე რას შეჭამ – ფაფას, თუ კარაქიან პურს?“. არასოდეს არ დაატანოთ ძალა ჭამაზე ბავშვს, თუკი ის გეუბნებათ, რომ დანაყრდა და მეტი აღარ უნდა.

იხ. სტატია სრულად: https://www.medgeo.net/2010/05/17/baby-17/


Комментариев нет:

Отправить комментарий