суббота, 28 января 2017 г.

ბავშვის პირველი შეხვედრა ძიძასთან

ბევრი ბავშვი პირველად ძიძას ხვდება გასაუბრების დროს და ჯერ კიდევ მაშინ იციან მოწონთ თუ არა მოსული ქალბატონი. მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ პატარების აზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას პრობლემა აღმზრდელსა და ბავშვს შორის.
თუ რაიმე მიზეზის გამო გასაუბრების დროს არ მოხდა მათი შეხვედრა, ისინი ერთმანეთს გაიცნობენ პირველ სამუშაო დღეს. იმისათვის, რომ ბავშვი თავიდანვე მეგობრულად განეწყოს ძიძის მიმართ, მშობლებმა უნდა მისცენ მაგალითი და აჩვენონ პატივისცემა ქალბატონის მიმართ. დაუშვებელია შეფასება ბავშვების თანდასწრებით, რადგანაც ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან და უყვართ მიბაძონ უფროსებს.
დასაწყისისთვის, მშობლება უნდა განაწყონ პატარა ახალი, უცხო ადამიანის გასაცნობად. ამისათვის მეტი უნდა მოუყვეთ მას ძიძის შესახებ: რა ქვია, როგორი ხასიათი და გარეგნობა აქვს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ძიძას ესიამოვნოს, ბავშვმა კი თავი იგრძნოს ზრდასრულად და კარგად აღზრდილად. უთხარით პატარას, რომ ძიძასთან ერთად დროს გაატარებს მხიარულად, რომ ითამაშებენ მის საყვარელ თამაშებს, უყურებენ მულტფილმებს, დახატავენ და გააკეთებენ ბევრ საინტერესო რამეს. შედეგად ბავშვი მოუთმენლად დაელოდება მისთვის ასე სასურველ სტუმარს.

იხ. სტატია სრულად: https://www.medgeo.net/2016/11/22/bavsvis-pirveli-sexvedra-zizastan/


Комментариев нет:

Отправить комментарий