суббота, 28 января 2017 г.

პირველი ღიმილი

დედა მთელ დროს და ენერგიას ხარჯავს ახალშობილის მოსავლელად და განუწყვეტლივ მის ირგვლივ ტრიალებს. პირველი ჯილდო რასაც დედა იღებს არის პატარას ღიმილი.
ზოგჯერ ბავშვი პირველად იღიმის დაბადებიდან პირველ კვირაში ან პირველივე დღესვე. თუმცა ეს სპონტანური ღიმილი აღინიშნება ღრმა ძილის დროს და არ ითვლება შეგნებულ ემოციურ გამოვლინებად. პირველი ნამდვილი ღიმილი ვლინდება მე 6-8 კვირაში, ის მოითხოვს დიდ ძალისხმევას ახალშობილისგან. პატარა ჯერ ცნობს სახეს, ხმას, შემდეგ აერთიანებს მათ და პასუხად - იღიმის.
ბავშვის პირველი ღიმილი არის დიალოგის დასაწყისი - „შენ იცინი, მეც ვიცინი“. მეცნიერების აზრით სწორედ ეს დიალოგი არის სოციალური ურთიერთობების განვითარების საფუძველი. ამიტომ, დედა უნდა უღიმოდეს შვილს მთელი გულით და რაც შეიძლება ხშირად, რადგან მომღიმარი პატარა საპასუხოდ ელის იმავეს და დედის ღიმილით ხვდება, რომ მას ყურადღებას აქცევენ და ესმით მისი ემოციური მდგომარეობა.

იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2016/10/25/pirveli-rimili/


Комментариев нет:

Отправить комментарий