суббота, 15 октября 2016 г.

ძილი და ბავშვი

ძილი ისეთივე აუცილებელია ბავშვისთვის, როგორც სწორი კვება და სუფთა ჰაერი. ბავშვისთვის მხოლოდ ღამის ძილი საკმარისი არაა, მას დღისითაც უნდა ეძინოს. რაც უფრო პატარაა ბავშვი,მით უფრო მეტ ხანს სძინავს. ახალშობილს სძინავს თითქმის მთელი დღე-ღამე, დაახლოებით 20 სთ. შემდგომში გაცილებით მეტ ხანს ფხიზლობს და ნაკლები სძინავს. 2-3 თვის ბავშვს, ყოველი კვების წინ  2-1,5 სთ სძინავს, 3-დან 10 თვემდე – დღეში 3ჯერ და 10 თვიდან -1,5 წლამდე — 2 ჯერ დღეში. 2 თვიდან ბავშვი უნდა მივაჩვიოთ ყოველთვის ერთიდაიგივე, გარკვეულ დროს დაძინებას.
თუ ბავშვი სწორად იკვებება, რეგულარულად სეირნობს, სისუფთავეშია, ფხიზლობის დროს სათამაშოებითაა დაკავებული, თუ მას მოხერხებული საწოლი აქვს, _ ის ყოველთვის სწრაფად, ადვილად დაიძინებს და მშვიდად ეძინება.
დღისით ზაფხულშიც და ზამთარშიც ბავშვი გარეთ,ჰაერზე უნდა დავაძინოთ.  სუფთა ჰაერზე მას ყოველთვის კარგად სძინავს. ბავშვს სრულ სიჩუმესა და სიბნელეში ძილს ნუ მიაჩვევთ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ოთახში სადაც ბავშვს სძინავს, ძალიან ხმაურობენ, ან ანთია კაშკაშა სინათლე, ბავშვი მშვიდად ვერ დაიძინებს და მისი ნერვული სისტემა ვერ დაისვენებს.


Комментариев нет:

Отправить комментарий