ბავშვი 10 თვის ასაკში

რასაკვირველია თითოეული ბავშვი თავისებურად ვითარდება, თუმცა არსებობს ეტაპები, რომელსაც ყველა ბავშვი გაივლის.
ამ ასაკში თითქმის ყველა ბავშვი დაცოცავს, ბევრს დგომაც შეუძლია რაიმე საყრდენთან. ზოგიერთები ,,მოგზაურობენ“ ავეჯის გასწვრივ, ზოგჯერ დამოუკიდებლადაც დგამენ ერთ-ორ ნაბიჯს. ბავშვების მცირე ნაწილი სიარულსაც იწყებს. ამ ასაკში ბავშვი ძალიან კარგად ჯდება, ტრიალდება, იხრება, იცვლის მდებარეობას. თუკი ის განსაკუთრებით რისკიანია, შეიძლება მაღალ საგნებზეც აცოცდეს. >>>>