ბავშვი 3 თვის ასაკში

თანდათანობით გარემო და მემკვიდრეობით მიღებული ტემპერამენტი თქვენს ჩვილს უყალიბებს მის პიროვნებას. თქვენ უკეთ გესმით მისი, თუ როდის შია, როდისაა მოწყენილი, ან თუ რაიმე აწუხებს. ამ პერიოდში სენსორული სტიმულაცია ძალზე მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვისათვის. მას უნდა, რომ ელაპარაკოთ, ეთამაშოთ, აჩვენოთ ახალი საგნები. მოსწონს, როცა მასთან ურთიერთობთ და საშინლად უკმაყოფილოა, თუკი დიდი ხნით დატოვებთ მარტო. მომდევნო თვეში თქვენი ბავშვი დაიწყებს ,,საუბარს“. გარკვეულ ხმების ან მუსიკის გაგონებაზე ბავშვი წყნარდება და შეიძლება კიდეც აჰყვეს ღუღუნით. >>>>