воскресенье, 29 декабря 2019 г.

ქეითერინგის რა ტიპები არსებობს?


ქეითერინგის მრავალი ლასიფიკაცია არსებობს
ჩვენ ქვემოთ გთავაზობთ პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით , ჩვენი აზრით, ყველაზე მოსახერხებელ კლასიფიკაციას
ყველა ლინკი გადის შესაბამის პოსტზე


ფურშეტები
ალა ფურშეტი
კანაპე ფურშეტი
ფურშეტი (ქეითერინგი) ლანჩი
შვედური მაგიდა
კოფი ბრეიქი
გალა-ვახშამი
ბარბექიუ
პიკნიკი
კარვინგი. ფურშეტის კრეატიული ფორმატი
კოქტეილი. კოქტეილის ორგანიზება, კოქტეილის ფურშეტი
სამედიცინო ქეითერინგი
გასვლითი სარესტორნო მომსახურებაქეითერინგის სპეციალური სახე
საკვების მომზადება სპეციალურად მომზადებულ შენობაში- ქეითერინგის სპეციალური სახე
სასმელებისა და კოქტეილების ქეითერინგი
საზღვაო (პლაჟის) ქეითერინგი

среда, 15 марта 2017 г.

ბავშვი 1 წლისა და 4 თვის ასაკში

ამ ასაკში ბავშვებს ხშირად ეცვლებათ გემოვნება – პატარამ შესაძლოა ცხვირი აიბზუოს იმ საჭმელის მიმართ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მისთვის საყვარელ საჭმელად ითვლებიდა. არის პერიოდები, როცა ბავშვი მხოლოდ მაკარონს, ან მხოლოდ ფაფებს ჭამს. მშობლები ხშირად ნერვიულობენ იმის გამო, რომ მათი პატარა არ ღებულობს საჭირო რაოდენობით ვიტამინებს; თუმცა გამოკვლევები აჩვენებენ, რომ ჯანმრთელი ბავშვი არასოდეს არ შეჭამს ზომაზე მეტს და არასოდეს არ იშიმშილებს. სინამდვილეში, ბავშვების უმრავლესობა საკვებს იმ რაოდენობით ღებულობენ, რაც აუცილებელია მათი ზრდა-განვითარებისათვის. მშობლებმა კი მხოლოდ იმაზე უნდა იზრუნონ, რომ ბავშვს მიაწოდონ მრავალფეროვანი საკვები ყოველი კვების დროს და მისცენ იმის საშუალება, რომ ბავშვმა თვითონ გადაწყვიტოს რა შეჭამოს.

вторник, 14 марта 2017 г.

ბავშვი 1 წლისა და 5 თვის ასაკში

ჩვენ ვისაუბრებთ ბავშვის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც იგი რამდენიმე თვეა, დადის და გაცილებით უკეთ დგას ფეხზე; უკვე იშვიათად ვარდება, სიარულის დროს შეუძლია სათამაშოს ხელში დაკავება, მისით გართობა და რაც მთავარია, დამოუკიდებლად ინარჩუნებს წონასწორობას. ამ ასაკის ბავშვები სიხარულს ვერ ფარავენ, როდესაც ძვრებიან კიბეზე, ოთახში მდგარ ავეჯზე ან რაიმე ნივთზე და მოკლედ – ყველგან, სადაც მოახერხებენ. თქვენს პატარა კლდემსვლელს ნუ მოაკლებთ ამ სიხარულს; მიეცით მეტი მოძრაობის საშუალება, ოღონდ, რა თქმა უნდა, აუცილებელია მისი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფა. ასეთი პრაქტიკა, ამ მცდელობათა ხშირი გამეორება ჩვილებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი განამტკიცებენ ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს ჩვევებს.

ასე რომ, არ გაგიკვირდეთ და არც გაწყრეთ, თუ თქვენი პატარა გამუდმებით სადღაც ცდილობს აბობღებას. თუ მან უკვე ,,დაიპყრო", მაგალითად, სასტუმრო ოთახის სავარძელი, აუცილებლად ეცდება, იმავეს მიაღწიოს, ვთქვათ, ბებიას სავარძელზე ან სამზარეულოს სკამზეც. არის შემთხვევებიც, როდესაც ბავშვს კარგად შეუძლია თქვენი სახლის კიბეზე დამოუკიდებლად ასვლა; თავისი მიღწევით აღფრთოვანებული შეეცდება, ეს ,,რეკორდი" მეზობლის კიბეზეც გაიმეოროს.


იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/06/09/baby-18/
..


ბავშვი 1 წლისა და 6 თვის ასაკში

ამ პერიოდში, ბავშვი რამდენიმე თვეა, დადის და ფეხზე გაცილებით უკეთ დგას. უკვე ნაკლებად ეცემა, კარგად ბრუნდება გვერდით, უკეთ უკავია სათამაშოები და სიარულის დროს თამაშობს კიდეც; ადვილად ინარჩუნებს წონასწორობას. ამ ასაკის ბავშვებს ძალიან უყვართ აძრომა კიბეზე, სხვადასხვა ავეჯსა თუ ნივთზე, ყველაფერზე, რაზეც მიეცემათ ამის საშუალება. ბავშვს ამ სიამოვნებას ნუ მოაკლებთ. ამით იგი გადის ძალზე საჭირო პრაქტიკას და იძენს აუცილებელ ჩვევებს.

ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ და უსაფრთხო პირობებში უნდა ხდებოდეს. თანადათან, ბავშვი იძენს სხვა, შედარებით რთულ მოტორულ ჩვევებსაც, როგორიცაა: ხტუნვა და სირბილი. ამ პროცესში მას ემატება როგორც ფიზიკური ძალა, ისე თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობაც.

წლინახევრის ბავშვები გამოირჩევიან საოცარი ენერგულობითა და განუწყვეტელი მოძრაობის სურვილით, რაც ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია. ამით გამოიმუშავებენ არა მარტო აუცილებელ მოტორულ ჩვევებს, არამედ მოძრაობის კოორდინაციასაც იუმჯობესებენ. ამ ასაკში მას უკვე შეუძლია კოშკის აშენება 3–4 კუბიკით, ბურთის გადაგდება, თოკზე გამობმული სათამაშოს ტარება, სათამაშოს, ასევე სხვა ნივთის დადება და აღება, წიგნის გვერდების გადაფურცვლა, კარის სახელურის მოქაჩვა და კარის გაღება, სუფრის ნივთების გამოყენება (ოღონდ არა ისე მოხერხებულად, როგორც თქვენ გინდათ), სასმეველადან წყლის დამოუკიდებლად დალევა და ხატვაც კი. ამავე დროს, ბავშვი ბუნებრივად სწავლობს თამაშის ახალ პრინციპებს და ძველ სათამაშოებს ახლებურად იყენებს. თუ დაკვირვებიხართ, ჩვეულებრივი კუბიკი შესაძლოა ,,გადააქციოს" გემად ან თვითმფრინავად, თოკზე გამობმული სათამაშო – საბავშვო ეტლად, პლასტილინი – ფუნთუშად და ა.შ. ყურადღება მიაქციეთ, როგორ განახორციელებს თქვენი პატარა თავის წარმოსახვას და ამავე დროს, უკვე გამომუშავებული მოტორული ჩვევები როგორ უწყობს ხელს – თამაშს შემოქმედებითად მიუდგეს.

იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/06/16/baby-19/