пятница, 18 января 2013 г.

ორი წლის ბავშვი


შეხედეთ, თქვენი ბუთხუზა როგორ თამაშობს: ხტის, დაცოცავს, მხიარულად და უზრუნველად დარბის. ძნელი წარმოსადგენია, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმასაც კი ძლივს ახერხებდა. ორი წლის ასაკში თქვენს შვილს უკვე შეუძლია რამდენიმე კუბიკისგან კოშკის აგება, რომელსაც სიცილ–კისკისით მაშინვე ანგრევს. ამას გარდა, დამოუკიდებლად ხმარობს კოვზსა და ჩანგალს, თავისით სვამს წყალს ფინჯნიდან, შეუპოვარ მცდელობებს არ აკლებს დამოუკიდებლად ჩაცმასა და გახდას. ეს მოძრავი, პატარა ადამიანი უკვე თვალშისაცემ წარმატებებს აღწევს ფიზიკურ განვითარებაში. ყოველი ახალი უნარი შეძენის შემდეგ, ის თავს უფრო დამოუკიდებლად და იმედიანად გრძნობს. >>>>

ერთი წლისა და თერთმეტი თვის ბავშვი


ბავშვი 1 წლისა და 11 თვის ასაკშირამდენიმე თვეა, თქვენი შვილი დამოუკიდებლად დადის, დარბის, სხვადასხვა ნივთზე აძრომასაც ახერხებს, მაგრამ უცებ ის ფეხებში სისუსტეს გრძნობს და ხელში აყვანას ითხოვს. მაშ, რა ხდება? თქვენი ბუთხუზას სიარული ან სირბილი კი არ დავიწყებია; უბრალოდ, იმ ეტაპს მიაღწია, როდესაც დამოუკიდებლობა და მოძრაობა მისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. ჯერ ერთი, სიარული თითქოს უკვე მის მოვალეობად ითვლება და მოცემულ მომენტში, ქვეცნობიერად, მასზე დაკისრებულ პირველ მოვალეობას აპროტესტებს. მეორეც, შესაძლოა, ბავშვს მაინცდამაინც არც მოსწონდეს ახლახან აღმოჩენილი დამოუკიდებლობის განცდა და უჩნდება სურვილი, ვინმემ მხარი დაუჭიროს, თავი უფრო დაცულად იგრძნოს.

ერთი წლისა და ათი თვის ბავშვი


ბავშვი 1 წლისა და 10 თვის ასაკში

ჩვილი ბავშვი რაც უფრო ვითარდება ფიზიკურად, მით მეტად უჩნდება ბუნებრივი მოთხოვნილება – თავად გაიხადოს წინდები, ფეხსაცმელი, მაიკა, ტრუსები. მას ძალიან ახარებს საკუთარ თავში ახალი უნარის აღმოჩენა – გაიხადოს დამოუკიდებლად (დამოუკიდებლად ჩაცმას მოგვიანებით სწავლობს). თქვენ ალბათ ძალისხმევა გჭირდებათ–ხოლმე, რომ აცქმუტებულ, მოუსვენარ პატარას ჩააცვათ ტანსაცმელი და შემდეგ არ მისცეთ მისი გახდის საშუალება. ვთქვათ, მას აცმევთ წინდებს, ის კი მაშინვე იხდის. ან კიდევ, ზამთრის ცივ დღეს აცმევთ და ახურავთ თბილად, ის კი ქუდის გარეშე სიარულს ამჯობინებს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პატარასთვის მთელი ეს ჩაცმა–გახდის პროცესი მხოლოდ და მხოლოდ გასართობი თამაშია;

>>> Read the rest of this entry »


ერთი წლისა და ცხრა თვის ბავშვი


ბავშვი 1 წლისა და 9 თვის ასაკში

ბავშვები ამ ასაკშიც აქტიურად ინტერესდებიან იმით, თუ როგორ გამოიყურება ესა თუ ის საგანი, რა სუნი, გემო ან ხმა აქვს საგნებს; ყოველივე ამის გაგებას კი ხელის შეხებითა და მისი პირში ჩადებით ცდილობენ. მართალია, ადრინდელივით, საჭმელად უვარგის ნივთებს კვლავ პირში ჩადებით ეცნობიან, მაგრამ ამჯერად უკვე სხვა შეგრძნებით უნარსაც იყენებენ სამყაროს შესაცნობად. ის კარგად გრძნობს, მაგალითად, ძაღლის რბილ ბეწვს, სიამოვნებით იყნოსავენ ნამცხვრის სუნს, რომელსაც სამზარეულოში აცხობთ, ცნობენ თავის გამოსახულებას სარკეში, ასევე სიამოვნებით უსმენენ ჩიტების ჭიკჭიკს და აგემოვნებენ ახალი საჭმელების გემოს. >>>>

 Read the rest of this entry »



ერთი წლისა და რვა თვის ბავშვი


19–20 თვის ბავშვს დღე–ღამეში საშუალოდ 13 საათს უნდა ეძინოს. მათ უმრავლესობას სურვილი აქვს, იძინონ დილით და სადილობის დროსაც. გარკვეულ ნაწილს პრობლემა ექმნება დღის განმავლობაში დაძინებასთან დაკავშირებით. ამ კატეგორიის ბავშვები ჭირვეულობენ და არ სურთ შუადღეს დაძინება. საერთოდ, ამ ასაკის ბავშვებს სრულებით კმაყოფილდებიან სადილობის შემდეგ ძილით იმ შემთხვევაში, თუ შეუძლიათ 2 საათის მანძილზე იძინონ. >>>> Read the rest of this entry »





ერთი წლისა და შვიდი თვის ბავშვი


19 თვის ბავშვს დღე–ღამეში საშუალოდ 13 საათი უნდა ეძინოს. მათ უმრავლესობას სურვილი აქვს, იძინოს დილით და სადილობის დროსაც. გარკვეულ ნაწილს პრობლემა ექმნება დღის განმავლობაში დაძინებასთან დაკავშირებით. ამ კატეგორიის ბავშვები ჭირვეულობენ და არ სურთ შუადღეს დაძინება. საერთოდ, ამ ასაკის ბავშვები სრულებით კმაყოფილდებიან სადილობის შემდეგ ძილით იმ შემთხვევაში, თუ შეუძლიათ 2 საათის მანძილზე იძინონ. თუ თქვენი პატარა ეწინააღმდეგება დღის განმავლობაში ძილს, არ დააძალოთ, შეუქმენით მას მშვიდი გარემო და, ადრე თუ გვიან, მას ბუნებრივად მოუნდება დაძინება.  Read the rest of this entry »



ერთი წლისა და ექვსი თვის ბავშვი


ამ პერიოდში, ბავშვი რამდენიმე თვეა, დადის და ფეხზე გაცილებით უკეთ დგას. უკვე ნაკლებად ეცემა, კარგად ბრუნდება გვერდით, უკეთ უკავია სათამაშოები და სიარულის დროს თამაშობს კიდეც; ადვილად ინარჩუნებს წონასწორობას. ამ ასაკის ბავშვებს ძალიან უყვართ აძრომა კიბეზე, სხვადასხვა ავეჯსა თუ ნივთზე, ყველაფერზე, რაზეც მიეცემათ ამის საშუალება. ბავშვს ამ სიამოვნებას ნუ მოაკლებთ. ამით იგი გადის ძალზე საჭირო პრაქტიკას და იძენს აუცილებელ ჩვევებს. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ და უსაფრთხო პირობებში უნდა ხდებოდეს. თანადათან, ბავშვი იძენს სხვა, შედარებით რთულ მოტორულ ჩვევებსაც, როგორიცაა: ხტუნვა და სირბილი.

ერთი წლისა და ხუთი თვის ბავშვი




ჩვენ ვისაუბრებთ ბავშვის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც იგი რამდენიმე თვეა, დადის და გაცილებით უკეთ დგას ფეხზე; უკვე იშვიათად ვარდება, სიარულის დროს შეუძლია სათამაშოს ხელში დაკავება, მისით გართობა და რაც მთავარია, დამოუკიდებლად ინარჩუნებს წონასწორობას. ამ ასაკის ბავშვები სიხარულს ვერ ფარავენ, როდესაც ძვრებიან კიბეზე, ოთახში მდგარ ავეჯზე ან რაიმე ნივთზე და მოკლედ – ყველგან, სადაც მოახერხებენ. თქვენს პატარა კლდემსვლელს ნუ მოაკლებთ ამ სიხარულს; მიეცით მეტი მოძრაობის საშუალება, ოღონდ, რა თქმა უნდა, აუცილებელია მისი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფა. ასეთი პრაქტიკა, ამ მცდელობათა ხშირი გამეორება ჩვილებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი განიმტკიცებენ ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს ჩვევებს.

ერთი წლისა და ოთხი თვის ბავშვი




ამ ასაკში ბავშვებს ხშირად ეცვლებათ გემოვნება – პატარამ შესაძლოა ცხვირი აიბზუოს იმ საჭმელის მიმართ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მისთვის საყვარელ საჭმელად ითვლებიდა. არის პერიოდები, როცა ბავშვი მხოლოდ მაკარონს, ან მხოლოდ ფაფებს ჭამს. მშობლები ხშირად ნერვიულობენ იმის გამო, რომ მათი პატარა არ ღებულობს საჭირო რაოდენობით ვიტამინებს; თუმცა გამოკვლევები აჩვენებენ, რომ ჯანმრთელი ბავშვი არასოდეს არ შეჭამს ზომაზე მეტს და არასოდეს არ იშიმშილებს. სინამდვილეში, ბავშვების უმრავლესობა საკვებს იმ რაოდენობით ღებულობენ, რაც აუცილებელია მათი ზრდა-განვითარებისათვის. მშობლებმა კი მხოლოდ იმაზე უნდა იზრუნონ, რომ ბავშვს მიაწოდონ მრავალფეროვანი საკვები ყოველი კვების დროს და მისცენ იმის საშუალება, რომ ბავშვმა თვითონ გადაწყვიტოს რა შეჭამოს. >>>> 



ერთ წლისა და სამი თვის ბავშვი



ფიზიკური განვითარება. როგორც გახსოვთ, თქვენი პატარას წონა 12 თვის ასაკში გასამმაგდა; ამიერიდან კი უნდა შეეგუოთ იმას, რომ ზრდის ტემპი, ფიზიკური გაგებით, მნიშვნელოვნად შენელდება. სიცოცხლის მეორე წელს ბავშვის წონაში 3-5 კგ-ს, სიმაღლეში კი 1,5-2 სმ-მდე მატულობს.
ბავშვის სოციალური განვითარება. ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ თამაში და სწორედ თამაშის დროს იძენენ გამოცდილებას და ეუფლებიან ახალ ჩვევებს. თუმცა ამ ასაკში ბავშვებმა ჯერ კიდევ არ იციან ერთად თამაში. მათი ურთიერთობა წააგავს პარალელურ თამაშს, ანუ ისინი თამაშობენ გვერდი-გვერდ და არ ურთიერთობენ ერთმანეთთან. არც იმის თქმა შეიძლება, თითქოს ამ ასაკის ბავშვს არ აინტერსებდეს თავისი თანატოლი, უბრალოდ მათ ჯერ კიდევ არ იციან ერთობლივი თამაში. >>>> Read the rest of this entry »


ერთი წლისა და ორი თვის ბავშვი


ფიზიკური განვითარება

ამ ასაკის ბავშვს ძალიან უყვარს სხვადასხვა საგნების მოგროვება, მათი შესწავლა და კბილებით მოსინჯვა. განსაკუთრებით საყვარელი საქმიანობაა კარადის ქვედა თაროების დათვალიერება, იქიდან ჭურჭლის, ტანსაცმლისა და ნებისმიერი სხვა საგნის გადმოყრა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკის ბავშვს თავისუფლად შეუძლია ყველაფრის თავის ადგილზე დადება, ამას არაფერით არ გააკეთებს, პირიქით, გააპროტესტებს, თუკი თქვენ დაიწყებთ გადმოყრილი საგნების დალაგებას. რა თქმა უნდა თქვენთვის, როგორც მშობლისთვის, ეს სრული უწესრიგობაა – ბოლოს და ბოლოს რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე ნივთის თავის ადგილზე დადება? მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბავშვისათვის ასეთი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია – მას უვითარდება ახალი მოძრაობითი ჩვევები, უმაგრდება ხელის კუნთები. ძალიან მალე ეს ხელები ისწავლიან ჰაეროვანი კოცნის გამოგზავნას, ხელის დაქნევას გამოსამშვიდობებლად და ა. შ. >>>>




ერთი წლისა და ერთი თვის ბავშვი


ბავშვი 1 წლისა და 1 თვის ასაკში

ბავშვის ფიზიკური განვითარება
ამ ასაკის ბავშვი უკვე დგამს თავის პირველ ნაბიჯებს და იწყებს სიარულს. თავდაპირველად მისი მოძრაობები მოუხერხებელია, დროთა განმავლობაში კი იგი უკეთ ინარჩუნებს წობასწორობას და მისი მოძრაობები უფრო კოოორდინირებული ხდება. გადაადგილების თავისუფლებასთან ერთად, მატულობს გარემომცველი სამყაროს შეცნობის სურვილიც.  თქვენ თვალის დახამხამებასაც ვერ ასწრებთ, რომ მას უკვე ხელში აქვს თქვენს მიერ მადგიდაზე უყურადღებოდ დატოვებული ტელევიზორის პულტი, გასაღები ან სხვა რამ. ამიტომ ბავშვს ამ ასაკში,  მუდმივად სჭირდება თვალყურის დევნება. თუკი ბავშვი ჯერ კიდევ დამოუკიდებლად ვერ დადის, ნუ ინერვიულებთ, ბავშვების უმრავლესობა სიარულს იწყებენ 12 – 15 თვის ასაკში, ზოგიერთები კი 16 თვისა და უფრო მოგვიანებითაც. >>>> Read the rest of this entry »



ერთი წლის ბავშვი


ერთი წლის ბავშვი

11 თვის ბავშვი საკუთარ თავს აცნობიერებს როგორც პიროვნებას. თვლის, რომ ის უკვე დამოუკიდებელი ადამიანია, რომელსაც აქვს საკუთარი მოთხოვნილებები და მისწრაფებები. ბავშვს ესმის თითქმის ყველაფერი, რაც შეეხება ყოველდღიურ ცხოვრებას, შეუძლია წარმოთქვას რამოდენიმე სიტყვაც.
ზოგიერთი ბავშვი ამ პერიოდში სიარულსაც იწყებს. სხვები დამოუკიდებლად დგებიან, მაგრამ სიარული ჯერ კიდევ არ შეუძლიათ. >>>>
 Read the rest of this entry »



ათი თვის ბავშვი


ბავშვი 10 თვის ასაკში

10003391რასაკვირველია თითოეული ბავშვი თავისებურად ვითარდება, თუმცა არსებობს ეტაპები, რომელსაც ყველა ბავშვი გაივლის.
ამ ასაკში თითქმის ყველა ბავშვი დაცოცავს, ბევრს დგომაც შეუძლია რაიმე საყრდენთან. ზოგიერთები ,,მოგზაურობენ“ ავეჯის გასწვრივ, ზოგჯერ დამოუკიდებლადაც დგამენ ერთ-ორ ნაბიჯს. ბავშვების მცირე ნაწილი სიარულსაც იწყებს. ამ ასაკში ბავშვი ძალიან კარგად ჯდება, ტრიალდება, იხრება, იცვლის მდებარეობას. თუკი ის განსაკუთრებით რისკიანია, შეიძლება მაღალ საგნებზეც აცოცდეს. >>>>

ათი თვის ბავშვი


ბავშვი 10 თვის ასაკში

რასაკვირველია თითოეული ბავშვი თავისებურად ვითარდება, თუმცა არსებობს ეტაპები, რომელსაც ყველა ბავშვი გაივლის.
ამ ასაკში თითქმის ყველა ბავშვი დაცოცავს, ბევრს დგომაც შეუძლია რაიმე საყრდენთან. ზოგიერთები ,,მოგზაურობენ“ ავეჯის გასწვრივ, ზოგჯერ დამოუკიდებლადაც დგამენ ერთ-ორ ნაბიჯს. ბავშვების მცირე ნაწილი სიარულსაც იწყებს. ამ ასაკში ბავშვი ძალიან კარგად ჯდება, ტრიალდება, იხრება, იცვლის მდებარეობას. თუკი ის განსაკუთრებით რისკიანია, შეიძლება მაღალ საგნებზეც აცოცდეს. >>>>



ცხრა თვის ბავშვი


ბავშვი 9 თვის ასაკში

ამ ასაკში ბავშვი უკვე დამოუკიდებლად ჯდება. ზოგიერთები კი სიარულსაც იწყებენ რაიმე საყრდენზე ხელის მოკიდებით. როგორც წესი, პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა იწყება დივანის ან ჟურნალების მაგიდის სიახლოვეს. პატარას მზარდი ცნობისმოყვარეობა და მუდმივი მოძრაობა მშობელს აიძულებს სერიოზულად დაფიქრდეს მის უსაფრთხოებაზე. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ ცოცვა – რაიმეზე აცოცებას ახერხებენ, თუმცა იქიდან ჩამოსვლა უძნელდებათ სხვის დაუხმარებლად. >>>> Read the rest of this entry »




რვა თვის ბავშვი


ბავშვი 8 თვის ასაკში

თქვენი პატარა სულ უფრო ცნობისმოყვარე ხდება – სურს თვითონ შეიცნოს ყველაფერი, დამოუკიდებლად გამოიკვლიოს გარემო, თუმცა ხვდება, რომ საკუთარმა მოქმედებებმა შესაძლოა თავად მას ავნოს. იგი უზრუნველად მოგზაურობს ოთახებში და ცოცავს ყველგან, ათვალიერებს ირგვლივ ყველაფერს. ამ პერიოდში ბავშვს გადაადგილების საკუთარი ტექნიკა სრულყოფილად აქვს გამომუშავებული და საკმაოდ თავისუფლად გძნობს თავს. ცოცვის პროცესში მას კარგად განუვითარდა კუნთები და ამიტომაც ცდილობს ფეხზე დადგეს. როგორც კი ის ამას შეძლებს, მაშინვე შეეცდება იმის გარკვევას, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ მდგომარეობაში. >>>> Read the rest of this entry »


შვიდი თვის ბავშვი


ბავშვი 7 თვის ასაკში

თქვენი პატარა უკვე 7 თვისაა! ამ პერიოდში ბავშვის ზრდა-განვითარება განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით ხდება. თვის ბოლოს ბავშვი  დამოუკიდებლად ჯდება და უკეთ ინარჩუნებს წონასწორობას; პატარას უკვე შეუძლია ჯდომა შეუთავსოს სხვა მოქმედებას, მაგალითად თამაშს.
ზოგიერთი ბავშვი იწყებს მუცელზე ცოცვას. ზოგიერთ ბავშვს გადაადგილების საკუთარი მეთოდები გამოუმუშავდება, ზოგი საერთოდ არ ცოცავს და პირდაპირ სიარულს იწყებს.
გადაადგილების სწავლასთან ერთად, ბავშვს კიდევ უფრო უძლიერდება ცნობისმოყვარეობა. მას აინტერესებს რა ხდება ოთახის იქით, თუმცა ეშინია თქვენი დატოვება. ერთ მშვენიერ დღეს იგი დაძლევს ამ შიშს და გაცოცდება მეორე ოთახში, თუმცა მალეე მობრუნდება, რომ დარწმუნდეს ადგილზე ხართ თუ არა. >>>>
 Read the rest of this entry »



ექვსი თვის ბავშვი


 ბავშვი 6 თვის ასაკში

თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა და მზარდი დამოუკიდებლობა თქვენს პატარას სულ უფრო აქტიურს ხდის. იგი მუდმივად აკვირდება და სწავლობს გარემომცველ გარემოს, მოსწონს როცა მასთან ურთიერთობენ, ელაპარაკებიან, ეთამაშებიან. შესაძლებელია მან უკვე დაიწყოს მუცელზე ხოხვა, თუმცა ყველა ბავშვი არ გადის ამ სტადიას. პატარა ცდილობს წამოდგეს, მისწვდეს რაიმე საგანს და ხელში აიღოს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს უსაფრთხო ადგილი თამაშისათვის და ახალი ჩვევების გამომუშავებისათვის. >>>>

ხუთი თვის ბავშვი


ბავშვი 5 თვის ასაკში

თქვენი 4 თვის ბავშვი უკვე იოლად ტრიალდება ზურგიდან მუცელზე და პირიქით, შეუძლია წამოჯდომა, თუკი დაეხმარებით. თვის ბოლოს ბავშვი თავის დაბადების წონას აორმაგებს. იგი ყურადღებით ათვალიერებს საკუთარ თითებს და ეტანება ყველაფერს, რაც კი მის თვალთახედვის არეში ხვდება. ბავშვს შეუძლია ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანოს, ან ორივე ხელით დაიჭიროს რაიმე საგანი; ყველაფერი პირისკენ მიაქვს და ღეჭავს.
ამ ასაკის ბავშვი სულ უფრო მეტად აკავშირებს ხმოვან და თანხმოვან ბგერებს. ბავშვის მეტყველების განვითარება მთლიანად დამოკიდებულია მის სმენაზე და ამიტომ სმენის დაკარგვის ადრეულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. >>>>
 Read the rest of this entry »


ოთხი თვის ბავშვი


ბავშვი 4 თვის ასაკში

სამი თვის ბავშვი


ბავშვი 3 თვის ასაკში

თანდათანობით გარემო და მემკვიდრეობით მიღებული ტემპერამენტი თქვენს ჩვილს უყალიბებს მის პიროვნებას. თქვენ უკეთ გესმით მისი, თუ როდის შია, როდისაა მოწყენილი, ან თუ რაიმე აწუხებს. ამ პერიოდში სენსორული სტიმულაცია ძალზე მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვისათვის. მას უნდა, რომ ელაპარაკოთ, ეთამაშოთ, აჩვენოთ ახალი საგნები. მოსწონს, როცა მასთან ურთიერთობთ და საშინლად უკმაყოფილოა, თუკი დიდი ხნით დატოვებთ მარტო. მომდევნო თვეში თქვენი ბავშვი დაიწყებს ,,საუბარს“. გარკვეულ ხმების ან მუსიკის გაგონებაზე ბავშვი წყნარდება და შეიძლება კიდეც აჰყვეს ღუღუნით. >>>>



ორი თვის ბავშვი


ბავშვი 2 თვის ასაკში

თქვენი ჩვილი თანდათანობით ეგუება გარე სამყაროს. თქვენც ასევე თანდათანობით ეჩვევით ოჯახის ახალ წევრს, სწავლობთ მის ხასიათს. შესაძლოა იგი არ ურთიერთობს თქვენთან, მაგრამ მთელი იმ დროის განმავლობაში როცა მას არ სძინავს, ის ხედავს, მას ესმის, სწავლობს. მას უკვე შეუძლია გამოხატოს არა მხოლოდ დისკომფორტი, არამედ კმაყოფილებაც, ხოლო მეორე თვის ბოლოს ის უკვე სრულიად შეგნებულად გიღიმით. >>>>



ერთი თვის ბავშვი


 ბავშვი 1 თვის ასაკში

ბავშვის დაბადებას ყოველთვის თან ახლავს უამრავი, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი რჩევების მიღება ახლობლებისაგან. მოიქეცით ისე, როგორც გული გიკარნახებთ და გახსოვდეთ, რომ თქვენი პირმშო განუმეორებელია, თავის ჩვევებითა და ქცევით. ხშირად ვერც ახსნით, თუ რა აწუხებს და რატომ ტირის ბავშვი. შეეცადეთ გეჭიროთ სხვადასხვა მდგომარეობაში, იმისათვის რომ მიხვდეთ როგორი მდგომარეობა უფრო მოსწონს. >>> Read the rest of this entry »



ნეიროდერმიტი


ნეიროდერმიტი

ნეიროდერმიტი -  დაავადება ქავილიანი დერმატოზების ჯგუფიდან, რომელსაც მიიჩნევენ თავისებურ ტროფიკულ ნევროზად ფუნქციონალურად ლაბილური ნერვული სისტემის მქონე პირებში. ნეიროდერმიტის განვითარებაში თავის როლს თამაშობს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ენდოკრინული დარღვევები, გლისტური ინვაზიები და სხვ. სიმპტომები. განარჩევენ შემოსაზღვრულ და დიფუზურ ნეიროდერმიტს. >>>>
შემოსაზღვრული ნეიროდერმიტი უხშირესად ლოკალიზებულია კეფის, კისრის მიდამოებში, იდაყვის მომხრელებზე, მუხლქვეშა ფოსოებში, საზარდულის ნაკეცებზე, ბარძაყის მედიალურ ზედაპირებზე, მამაკაცებში – სათესლე ჯირკვალზე, ქალებში – გარეთასასქესო ორგანოებზეRead the rest of this entry »

четверг, 17 января 2013 г.

ფსიქიკური განვითარების შეფერხება


ფსიქიკური განვითარების შეფერხება

ფსიქიკური განვითარების შეფერხება ბავშვებში დგინდება სასწავლო დაწესებულებაში შესვლისას და ვლინდება ზოგადი ცოდნის მარაგის დეფიციტით, განუვითარებლობით, აზროვნების შეზღუდვით, ინტელექტუალური აქტივობის  უუნარობით. Read the rest of this entry »

რეიეს სინდრომი


რეიეს სინდრომი

რეიეს სინდრომი, რეიეს სინდრომის მიზეზები, რეიეს სინდრომის სიმპტომები,რეიეს სინდრომის მკურნალობა, რეიეს სინდრომის პროგნოზი >>> 
რა არის რეიეს სინდრომი?
რეიეს სინდრომი უპირატესად ვითარდება ბავშებში, თუმცა შესაძლებელია შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში. დააავადება აზიანებს ყველა ორგანოს, თუმცა ყველაზე მეტი ზიანი მოაქვს ტვინისა და ღვიძლისათვის – იწვევს ტვინის შეშუპებას,  ღვიძლსა და სხვა ორგანოებში ცხიმების დაგროვებას. რეიეს სინდრომი განისაზღვრება როგორც ორფაზიანი დაავადება, რადგანაც ჩვეულებრივ აღმოცენდება ვირუსული ინფექციების (მაგალითად, გრიპი ანწითელა) შემდეგ, გამოჯანმრთელების პროცესში, თუმცა ასვე შეიძლება განვითარდესვირუსული  დააავადების  დაწყებიდან 3-5 დღის განმავლობაში.  ხშირად რეიეს სინდრომისდიაგნოსტირება არ ხდება და არასწორად ისმება ენცეფალიტის, მენინგიტის, დიაბეტის, ნარკოტიკული საშუალების გადაჭარბებული დოზირების, მოწამვლის, ახალშობილთა უეცარი სიკვდილის  ან ფსიქიკური დაავადების დიაგნოზი.  Read the rest of this entry »